შინაგან საქმეთა ექს–მინისტრზე თავდასხმა სცადეს
29/04/2021 06:50:16 სამართალი
შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ თემურ ხაჩიშვილზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევა 28 აპრილს, დღის პირველ ნახევარში თბილისის ცენტრში, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მოხდა.
არსებობს ვარაუდი, რომ შემთხვევა 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და გია სვანაძის მკვლელობას უკავშირდება. საქმეში ფიგურირებს "მხედრიონიც".
ცნობილია, რომ ხაჩიშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხეს, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, ინციდენტში 12–მდე პირი მონაწილებდა და ხაჩიშვილმა მათ შორის ერთ–ერთი მოკლულის – ვეფხვაძის ვაჟი ამოიცნო.
"ბატონი თემური გამორიცხავს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე პირად ინტერესს, მით უმეტეს, რომ ერთ–ერთი ფიგურანტის ოჯახთან, რომელიც შესაძლოა, მონაწილეობდეს თავდასხმის მცდელობაში, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდა, პირიქით, მხარდაჭერაც იყო მათი მრიდან. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, თავდასხმის მოტივი რა იყო ან ვინ დგას მათ უკან. მე რაც ბატონი თემურისგან ვიცი, ამ ხალხს აქამდე არანაირი პრეტენზია არ ჰქონია და თავად მას მკვლელობასთან შემხებლობა არ აქვს“,– აცხადებს შს ექს–მინისტრის წარმოამდგენელი.


