ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
29/04/2021 07:58:26 სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადიადო. მოსამართლემ შესაბამისი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა წინა პროცესზე დარბაზიდან გააძევა.
მომდევნო პროცესი 13 მაისს 12:00 საათზე ჩაინიშნა. განრიგი კი შემდეგი იქნება:
- 21 მაისი 11:00 საათი
- 25 მაისი 15:00 საათი
- 27 მაისი 12:00 საათი.
პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. როგორც სასამართლოს დაწყებამდე ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, "არ აპირებენ, რომ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობა მიიღონ".
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკვე 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.


