
სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში თურქული პროდუქციის შეტანა-რეალიზების აკრძალვის გახანგრძლივებას გეგმავს
29/04/2021 09:33:06 კავკასია, მსოფლიო
სომხეთის ხელისუფლება ქვეყანაში თურქული პროდუქციის შეტანა-რეალიზების აკრძალვის გახანგრძლივებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვაგან ქერობიანმა განაცხადა.
მან განმარტა, რომ მოქმედი აკრძალვის მიუხედადავად, თურქული პროდუქცია ქვეყანაში შემოვლითი გზებით მაინც ხვდება და რეალიზდება.
6-თვიანი აკრძალვა სომხეთში გასული წლის დეკემბერში შემოიღეს, რაც ერევანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთის ჩართულობით ახსნა. ხელისუფლების შეფასებით, ანკარა აზერბაიჯანის დასახმარებლად არა მარტო სამხედრო სპეციალისტებს გზავნიდა, არამედ მის მიერ კონტროლირებადი სირიული დაჯგუფებების წევრ დაქირავებულ მეომრებსაც.