პესკოვი: "რუსეთი ჩეხეთის, ბულგარეთისა და ბალტიისპირეთის მსგავს ქცევას არ მოითმენს"

29-04-2021 13:46:20 ევროპა

"რუსეთი ჩეხეთის, ბულგარეთისა და ბალტიისპირეთის მიერ ამჟამად დემონსტრირებადი ქცევის მოთმენას არ აპირებს, თუმცა მოსკოვს ყველა სახელმწიფოსთან კეთილი ურთიერთობები სურს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, "ის, რასაც ახლა ჩეხები სჩადიან, ის, თუ როგორ აუბეს მათ მხარი ბულგარელებმა და ამ ყბადაღებული სოლიდარობის ფარგლებში ბალტიისპირელებმა და სხვებმაც, მიუღებელია".

"ჩვენ ამ ყველაფერს არ მოვითმენთ, უკვე არ ვითმენთ და ამას მკაფიოდ ვდემონსტრირებთ. როგორც პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანა, ასე იქნება სამომავლოდაც. თუმცა მთავარი მაინც რუსეთის სურვილია, ყველა სახელმწიფოსთან კეთილი ურთიერთობები იქონიოს. პუტინის ამ უმთავრეს გზავნილს რატომღაც ჯიუტად არ იმჩნევენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ევროპულ დედაქალაქებში», — განაცხადა პესკოვმა ტელეგადაცემა «Большая игра»-ში სტუმრობისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები