Accentnews.ge
ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

29/04/2021 10:00:16 სამართალი

"ფორმულას" ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მისი განმარტებით, არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის მაღალი რისკი.

ბრალდებულებს მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე "უცნობი", ვატო შაქარიშვილი და დავით ხურცილავა თავდებში უდგებოდნენ. მოსამართლის განცხადებით, მათ ვერ დაასაბუთეს, როგორ გააკონტროლებდნენ ბრალდებულების ქცევას.

"უცნობმა" და ვატო შაქარიშვილმა სხდომაზე შესვლამდე სასამართლოს ეზოში განცახდებები გააკეთეს და თქვეს, რომ ვახო სანაიაზე ძალადობის არ სჯერათ. ვატო შაქარიშვილმა ბრალდებულებს "პოლიტმედია ბულნიგის მსხვერპლები" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S