Accentnews.ge
აფხაზური დელეგაცია მოსკოვში სოხუმის აეროპორტის პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

აფხაზური დელეგაცია მოსკოვში სოხუმის აეროპორტის პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა

29/04/2021 10:21:30 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტი მთავრობის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში სოხუმის აეროპორტის პოტენციურ ინვესტორებს შეხვდა, - იუწყება დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახური, თუმცა ინვესტორთა ვინაობას არ აკონკრეტებს.

«შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საგზაო რუქა და აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის მასტერ-გეგმა განიხილეს», – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.

მანამადე რუსული ТАСС-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ "ფრენების დაწყებამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა როგორც პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, "აუცილებლად ვიფრენთ».

ავიამიმოსვლის საკითხი ბჟანიამ ცოტა ხნის წინ "როსავიაციის" წარმომადგენლებთანაც განიხილა. გასული წლის ნოემბერში კი როსავიაციის დელეგაცია სოხუმში იმყოფებოდა აეროპორტის ტექნიკური მდგომარეობის შესასწავლად და სარემონტო სამუშაოების გეგმის განსასაზღვრად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S