Accentnews.ge
ბაიდენს პუტინთან უკრაინის მთლიანობის საკითხის განხილვა სურს

ბაიდენს პუტინთან უკრაინის მთლიანობის საკითხის განხილვა სურს

29/04/2021 10:53:27 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან პირადი შეხვედრისას უკრაინის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "ბატონ ბაიდენს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობები სურს".

«პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესკალაციისკენ არ იღწვის და სტაბილურ ურთიერთობებს ისურვებდა. მან ვლადიმირ პუტინს ზაფხულში მესამე ქვეყანაში შეხვედრა და რიგი საკითხების განხილვა შესთავაზა, მათ შორის - უკრაინის მთლიანობის. აშშ მის პარტნიორებთან ერთად მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვაპირებთ მომავალშიც, მაგრამ ვგეგმავთ, ეს მაღალი დიპლომატიური არხების გამოყენებით განვახორციელოთ და არა ულტიმატუმების პუბლიკაციით»,— განაცხადა სალივანმა NBC-ს ეთერში.

ბაიდენმა პუტინს შეხვედრა 13 აპრილს შესთავაზა. 26 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი სამიტის პირობებს ათანხმებენ. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვს ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია და ვაშინგტონის წინადადებას სწავლობს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი დაამატა, რომ ჯო ბაიდენის ინიციატივა "პოზიტიურად იქნა აღქმული"».

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S