Accentnews.ge
სუს–ი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის რისკებზე მიუთითებს

სუს–ი აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის რისკებზე მიუთითებს

29/04/2021 12:37:58 კონფლიქტები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის რისკებზე მიუთითებს.

სუს–ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს მიმართა, პირდაპირი დიალოგის საკითხთან დაკავშირებით გაითვალისწინონ რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს ამ პროცესს:

“ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ ასეა – ჩვენ მათ უნდა ვესაუბროთ, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ამ მოლაპარაკებებში ერთმანეთს არ შევრჩეთ და პასუხისმგებლობა არ აიცილოს ძალამ, რომელიც რეალურად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე”.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S