Accentnews.ge
ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის საზღვრისპირა კონფლიქტში ათეულობით ადამიანი დაშავდა

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის საზღვრისპირა კონფლიქტში ათეულობით ადამიანი დაშავდა

29/04/2021 13:13:11 მსოფლიო

ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებსა და სამხედროებს შორის საზღვრისპირა კონფლიქტში ათეულობით ადამიანი დაშავდა.

მხარეები ერთმანეთს ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარე წყალგამანაწილებელი პუნქტის ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშულებენ.

ინციდენტი 28 აპრილს ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის დაიწყო, დღეს კი ორი ქვეყნის მესაზღვრეებმა ერთმანეთი ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.

წყალგამანაწილებელი სადგური 1960 წელს ყირგიზეთის განაცხადის საფუძველზე აშენდა, თუმცა განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელიც, როგორც ტაჯიკეთის ხელისუფლება აცხადებს, რუქების მიხედვით, ყოველთვის ტაჯიკეთს ეკუთვნოდა.

ამ ობიექტის ირგვლივ კონფლიქტები ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა წლებში დაიწყო, პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1974 წელს დაფიქსირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S