Accentnews.ge
"სოფელი აიბღა რუსული ანექსიის თვალსაჩინო მაგალითია"

"სოფელი აიბღა რუსული ანექსიის თვალსაჩინო მაგალითია"

29/04/2021 13:10:32 კონფლიქტები

"სოფელი აიბღა რუსული ანექსიის თვალსაჩინო მაგალითია" , – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.

„ყურადღებას გავამახვილებ ანექსიის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითზე, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვრისპირა სოფელ აიბღას ანექსია განახორციელეს სრულიად უაპელაციოდ. ეს სოფელი წლების და ათწლეულების განმავლობაში მდებარეობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს შიგნით, თუმცა დღესდღეობით იქ ვრცელდება უკვე რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია. რა თქმა უნდა, ამას არ მიესალმებიან არც ჩვენი აფხაზი ძმები, თუმცა მათ წინააღმდეგობის გაწევის სხვა ბერკეტი ​არ გააჩნიათ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S