Accentnews.ge
რუსულ "გაზპრომს" წლიური შემოსავალი 9-ჯერ შეუმცირდა

რუსულ "გაზპრომს" წლიური შემოსავალი 9-ჯერ შეუმცირდა

29/04/2021 14:48:26 მსოფლიო, ეკონომიკა

რუსული ენერგოკომპანია "გაზპრომის" შემოსავალი 2020 წლის განმავლობაში თითქმის 9-ჯერ შემცირდა. ამაზე კომპანიის საფინანსო ანგარიშგების საერთაშორისო სტანდატრებით მომზადებული დოკუმენტაცია მეტყველებს, რომელიც დღეს განსაჯაროვდა.

2019 წელს ეს მაჩვენებელი 1 202 მლრდ რუბლს შეადგენდა, 2020-ში კი - უკვე 135,3 მლრდ-ს.

გაყიდვებიდან მოგება 7,65 ტრლნ-დან 6,32 ტრლნ რუბლამდეა შემცირებული, ხოლო გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი - 1,12 ტრლნ-დან 614,8 მილიარდამდე.

კომპანიაში ასეთ მკვეთრ ვარდნას რუსულ რუბლთან მიმართებაში აშშ დოლარისა და ევროს კურსების შესაბამისად 19 და 31 პროცენტით ზრდას უკავშირებენ. გარდა ამისა, ფინანსურ შედეგზე ნავთობისა და გაზის ფასების ვარდნა აისახა, - განმარტავენ "გაზპრომში".

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "გაზპრომის" საბაზრო კაპიტალიზაცია 5 ტრილიონ რუბლს (67,68 მლრდ დოლარს/ 55,13 მლრდ ევროს) შეადგენდა, - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S