Accentnews.ge
ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

ნიკოლოზ ბასილაშვილს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა

29/04/2021 14:46:30 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანეს.

ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ სპორტსმენს ახალი მომჩივანი გამოუჩნდა, აბსოლუტურად განსხვავებული ბრალდებით - ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის ადვოკატის მარიკა არევაძის განცხადებით, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. მისი თქმით, იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმად, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ადვოკატის განცხადებით, ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S