
ბიბილოვის დაცვამ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს სასტიკად სცემა
29/04/2021 15:17:42 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის დაცვის წევრი დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი აქტივისტი გიორგი აბაევი ავრცელებს.
„ყურადღება! მნიშვნელოვანია! იმ ფაქტს, რომ სამხრეთ ოსეთში ამჟამინდელი “მთავრობა“ წარმოადგენს დამნაშავეთა და უკანონო ადამიანთა შეკრებას, ცხადყოფს ეს ფოტოც. ინფორმაციის თანახმად, “ჯანდაცვის მინისტრს“, გეორგი ტოტჩიევს სასტიკად სცემა “პრეზიდენტ“ ბიბილოვის დაცვის ერთ-ერთმა დაცვამ. ჩემი წყაროების თანახმად, დაცვის ეს თანამშრომელი გაბარაევია“, – წერს გაბაევი სოციალურ ქსელში.