Accentnews.ge
მედია – თბილისში ორმა არასრულწლოვანმა და ერთმა ზრდასრულმა 7 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

მედია – თბილისში ორმა არასრულწლოვანმა და ერთმა ზრდასრულმა 7 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

29/04/2021 17:05:11 სამართალი

თბილისში ორმა არასრულწლოვანმა და ერთმა ზრდასრულმა 7 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

"რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში, ერთ-ერთ სკვერში დღის საათებში მცირეწლოვანზე მისმა უბნელებმა სავარაუდოდ, იძალადეს. არაოფიციალური ვერსიით, სავარაუდო სქესობრივი კავშირი მცირეწლოვანზე მუქარით განახორციელეს. შემთხვევის შესახებ ბავშვმა დედას თავად უთხრა, სამართალდამცველებმაც ამბავი მშობლისგან გაიგეს. უბანში, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა, ძალადობის შესახებ თითქმის ყველამ იცის, თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობენ. იცნობენ ოჯახსაც, რომლებიც იქ ქირით ცხოვრობს, თუმცა იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, საჯაროდ საუბრისგან ყველა თავს იკავებს", – აცხადებს "რუსთავი 2".

მისივე ცნობით, შსს–ში ტელეარხს განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა არიან თუ არა დაკავებულები სავარაუდო მოძალადეები, ჯერ–ჯერობით უცნობია.

"ინფორმაციას სქესობრივ დანაშაულზე ნაწილობრივ ადასტურებს დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველიც, ტელეარხთან სატელეფონო საუბარში ადვოკატმა დეტალებზე არ გაამახვილა ყურადღება, რადგან, მისი თქმით, "საქმეზე გაუთქმელობის ხელწერილი დაწერა". ჩატარებულია ექსპერტიზა და დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი", – იუწყება "რუსთავი 2".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S