Accentnews.ge
"საბანკო ასოციაცია": "ბანკებში ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, რჩება გარკვეული შეფერხებები"

"საბანკო ასოციაცია": "ბანკებში ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, რჩება გარკვეული შეფერხებები"

29/04/2021 18:19:04 ეკონომიკა

საბანკო ტერმინალებისა და ბანკომატების შეფერხებით მუშაობასთან დაკავშირებით ძირითადი პრობლემები აღმოფხვრილია, თუმცა რჩება გარკვეული სახის შეფერხებები, რომელიც სრულყოფილად უახლოეს მომავალში მოგვარდება., – ამის შესახებ "საბანკო ასოციაციის" პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ "ფორმულას" განუცხადა.

"ეს, სავარაუდოდ, არ ეხებოდა მხოლოდ "თიბისი ბანკსა" და "საქართველოს ბანკს", არამედ სხვა ბაკებსაც, თუმცა ჯერ–ჯერობით, ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. ძირითადად, ხშირად გამოყენებადი ბანკებიდან ყველას ჰქონდა სხვადასხვა სახის პრობლემა. საერთაშორისო ვენდორის მხრიდან იყო გარკვეულ სერვისებზე შეზღუდვა. რიგ ბანკებს სრულად ჰქონდათ შეზღუდვა, როგორც პოსტერმინალებზე, ასევე ბანკომატებზე, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ბანკომატში განაღდება შეიძლებოდა. ახლა, დგინდება, რომელ ბანკში რა პრობლემა იყო. რეალურად, ზუსტი პრობლემა იდენთიფიცირებული არაა, რადგან პასუხი არ გვაქვს საერთაშორისო ვენდორისგან", - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.

29 აპრილის საღამოს საათებში "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" გადახდის ტერმინალებისა და ბანკომატების მუშაობა შეფერხდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S