Accentnews.ge
ნიკოლოზ სამხარაძე – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "უსამართლოა"

ნიკოლოზ სამხარაძე – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: "უსამართლოა"

29/04/2021 19:12:46 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში გამოთქმული საყვედური მმართველი პარტიის მისამართით, ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, უსამართლოა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში საუბარია არა კანონმდებლობის შინაარსზე, არამედ პროცედურაზე.

„ვფიქრობ, რომ უსამართლოა. თვითონ კანონმდებლობის შინაარსზე არ წერია, არის პროცედურაზე“, - განაცხადა სამხარაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S