Accentnews.ge
ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს

30/04/2021 06:37:33 სამართალი

ზუგდიდის სოფელ ახალაბასთუმანში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მამა-შვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

როგორც დაჭრილების ოჯახი აცხადებს, პოლიციის თანამშრომლებმა მათ გაფრთხილების გარეშე ესროლეს.

"ჰქონდათ, ორი ყუთი ჰქონდათ, თამამად ვამბობა ამას, არ მაქვს არანაირი საშველი, მაქვს ბანკის ვალები, ვართ მრავალსულიანი ოჯახი, არავინ არ გვეხმარება, თავის გადასარჩენად ჩემმა ბავშვმა წამოიღო ორი ყუთი. არ ვიცი რას ელოდებოდნენ სად იყო გაფრთხილება, არანაირი გაფრთხილება, მიახტა ტვირთჩამოკიდებულ ბავშვს, დააგდო და ესროლა ტყვია. ერთი საათი მინდორში იწვნენ, ვეხვეწებოდი, აგრესიულები არიან აფხაზეთის პოლიციელები", - განაცხადა დაჭრილის დედამ.

დაჭრილები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული.

„კლინიკაში შემოიყვანეს მამა-შვილი. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. შვილს აქვს გულმკერდის მეოთხე მალის განივი მორჩის მოტეხილობა,ზურგის ტვინის დაჟეჟილობა. მამას ტერფის არეში ნაფლეთ- ნაგლეჯი ჭრილობა. ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, გრძელდება კვლევები და შესაბამისი მკურნალობა",- აცხადებენ ჰოსპიტალში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S