სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მთავრობამ "რიყის დოქები" აუქციონზე მეოთხედაც გამოიტანა

30-04-2021 12:54:05 ეკონომიკა

სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მთავრობამ "რიყის დოქები" აუქციონზე მეოთხედაც გამოიტანა. ამჯერად, ფასი კიდევ უფრო დაბალია - საწყისი ფასი 47,5 მლნ ლარს შეადგენს.

ახალი აუქციონი 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისს დასრულდება.

აღნიშნული უძრავი ქონება პირველად 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. მეორე აუქციონი 5 მარტს ასევე წარუმატებლად დასრულდა. იმჟამად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარი იყო. მესამე აუქციონი 30 მარტს შედგა, თუმცა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. სამინისტრო ობიექტს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 71 250 000 ლარად ყიდდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები