ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს
30/04/2021 11:08:30 სამართალი
ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობაში ბრალდებული გაამართლეს. მათი ვერდიქტით, ტყიბულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზაზა ჩაფიძეს ზაურ სოფრომაძე არ მოუკლავს.
ჩაფიძე და მისი ოჯახი ამტკიცებდნენ, რომ დანაშაული, რომელსაც ბრალდებულს ედავებოდნენ, რეალურად სხვისი ჩადენილია.
"რეალური მკვლელი დღეს დადის ქუჩაში და ტყიბულის პოლიციის მაღალჩინოსანია", - აცხადებს გამართლებული ზაზა ჩაფიძის მეუღლე.
საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცნობისთვის: ზაურ სოფრომაძე 2020 წლის 9 აგვისტოს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.


