„როგორ ბედავ საქართველოში გავლასო“ – თბილისში მოზარდზე იძალადეს
30/04/2021 16:11:54 სამართალი
თბილისში, 17 წლის ტრანსგენდერს – მ.კ.–ს თავს დაესხნენ. ირკვევა, რომ თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა, ძალადობაში კი ორი ახალგაზრდა კაცი მონაწილეობდა.
როგორც დაზარალებული იხსენებს, მეგობართან მიმავალს ორი პირი აედევნა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ფზიკური, გამოსტაცეს ხელჩანთა, საფულე და გაუტეხეს მობილური ტელეფონი.
„დაზიანებები აქვს სხეულზე, თმები – ამოგლეჯილი, ტანსაცმელი – შემოხეული. აგინებდნენ, „შენი ტრანსი დედა“, „როგორ ბედავ საქართველოში გავლას“ – მსგავსი შინაარსის მიმართვები იყო“,– ყვება დაზარალებულის მეგობარი.
ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში დაზარალებულის გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმე ცემის მუხლითაა აღძრული.


