
ბოლო ორ წელიწადში კადიროვის ოფიციალური შემოსავალი 50-ზე მეტჯერ გაიზარდა
02/05/2021 08:33:12 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის ოფიციალურ პორტალზე გამოჩნდა რამზან კადიროვის დეკლარაცია 2020 წლის შედეგების მიხედვით. ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კადიროვის შემოსავალი აღნიშულ პერიოდში ორზე მეტჯერ გაიზარდა, - იუწყება "კავკაზ რეალიი".
2020 წელს კადიროვმა რეკორდული 381 მილიონი რუბლი გამოიმუშავა, მაშინ, როცა ჩეჩნეთის მეთაურის შემოსავალმა 2019 წელს 147 მილიონი შეადგინა, ხოლო 2018 წელს - შვიდნახევარი. ამგვარად, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რამზან კადიროვმა თავისი შემოსავალი 50-ზე მეტჯერ გაზარდა, შემოსავლის წყაროები მითითებული არ არის.
კადიროვის საკუთრებაში მითითებულია მიწის ორი ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობი 32 ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტს შეადგენს, ასევე სახლი, რომლის ფართობი 2344 კვადრატული მეტრია. ამას გარდა, კადიროვის ცოლის სახელზე ჩაწერილია 209 კვ. მეტრის ბინა.
ოფიციალურად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი არც ერთ ავტომობილს ფლობს, თუმცა ის რეგულარულად ურიგებს მასთან დაახლოებულ პირებს წარმოსადეგი უცხოური მარკის მანქანებს საჩუქრად და თავი მოაქვს დაჯავშნული ლიმუზინების კორტეჟით.