Accentnews.ge
მედია: „თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა პირი ეჭვიანობის ნიადგაზე დუელში გამოიწვია“

მედია: „თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა პირი ეჭვიანობის ნიადგაზე დუელში გამოიწვია“

02/05/2021 19:29:42 სამართალი

ქუთაისში კაცმა ცოლის მეგობარი დუელში გამოიწვია: შესთავაზა სურამის ტყეში წასვლა, იარაღის შერჩევა.

„ჩვენგან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დაბრუნდეს ცოცხალიო,– იუწყება მთავარი არხი.

ირკვევა, რომ შეთავაზებას წინ უძღოდა მოკლეტექსტური შეტყობინებები და ზარები სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

„დუელის იდეის ავტორი, საბოლოოდ, დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ჩათვალა, რომ მისგან დიდი საფრთხე არ მოდიოდა და ის დარბაზიდან 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ეს მამაკაცი ყოფილი სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი - დათა ნაროშვილია“,– იუწყება მთავარი.

როგორც მედიასაშუალებასთან დაზარალებული ამბობს, დათა ნაროშვილის გირაოთი გამოშვების შემდეგ, მუქარის შემცველი შეტყობინებები კიდევ მიიღო, თუმცა ამჯერად ამ წერილების ავტორი ანონიმი იყო. მას არსებულ ვითარებაში ერთადერთ გამოსავლად ქვეყნიდან გადახვეწა მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ სახელმწიფოს ძალოვანმა სტრუქტურებმა მისთვის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვერაფერი გააკეთეს.

მუქარის ფაქტზე აღძრული ამ სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S