გალში 25 წლის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს
02/05/2021 20:23:24 სამართალი
ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს,- იუწყება “ჩვენ ვარსებობთ-ხმა აფხაზეთიდან”.
ახალგაზრდული გაერთიანების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლისაა და სკოლაში აფხაზურის მასწავლებლად მუშაობდა.
მათივე ინფორმაციით, მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.


