
რუსეთმა სომხეთში, აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო ობიექტები განათავსა
03/05/2021 15:09:50 კავკასია
რუსეთმა სომხეთის სამხრეთ რეგიონში ორი დამატებითი სამხედრო ობიექტი განათავსა,– იუწყება „როიტერი“ სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაზე დაყრდნობით.
სამხედრო ობიექტები აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ობიექტები სიუნიკის რაიონში განთავსდა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის.
თებერვალში სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იგეგმება რუსული სამხედრო ბაზის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით გაფართოება და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს რუსული საჯარისო ნაწილების განთავსება.