დარღვეული კოვიდ–რეგულაციები - რა უნდოდათ 150-კაციან სუფრაზე მეუფე სტეფანეს და რიონის ხეობის მცველებს?

03-05-2021 19:41:12 საზოგადოება ,რეგიონები

მაშინ, როდესაც ქვეყანაში კოვიდ–რეგულაციები მოქმედებს, რის გამოც, მოქალაქეებს საფლავებზე გასვლაც კი შეზღუდული აქვთ, სოფელ ტვიშში, ცაგერის, ლენტეხისადაჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ, ადგილობრივებმა და ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღდეგეებმა, ჯამში 150 ადამიანი, უზამრაზარ სუფრაზე იქეიფეს.

ტვიშში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს „ჯვაროსნულმა მოძრაობამ“ ჯვარი აღმართა. ჯვრის აღმართვას რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ადგილზე ჩავიდა მიტროპოლიტი სტეფანეც, რომელმაც მამა ლევანთან (გოლეთიანი) ერთობლივი პარაკლისი გადაიხადა. პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევით წარიმართა, ვინაიდან ჯვრის აღმართვის პარალელურად ტვიშში 150-კაციანი სუფრაც გაიშალა.

რიონის ხეობის მცველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პირბადეების გამოყენებაც არ ხდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები