Accentnews.ge
რომელი პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა აპრილში

რომელი პროდუქტი გაძვირდა ან გაიაფდა აპრილში

04/05/2021 07:56:31 ეკონომიკა

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, აპრილში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად – 40.2%–ით ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა. 12.3%–ით გაძვირდა ტკბილეული. ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე ფასებმა 10.1%–ით მოიმატა. პურისა და პურ-პროდუქტების ფასი კი წლიურ ჭრილში 6.4%–ით არის გაზრდილი.

ამასთან, 22.2%–ით ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, 18.2–ით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

შეგახსენებთ, რომ აპრილის მსგავსად, მარტშიც წლიური ინფლაცია 7.2%-ზე იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S