
ნიუ-ჯერსის შტატში მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ლუდს სთავაზობენ
04/05/2021 10:26:18 მსოფლიო
ნიუ-ჯერსის შტატის ხელისუფლება კორონავირუსის იმ მოქალაქეებს, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის განმავლობაში გაიკეთებს ლუდს დაურიგებს - იუწყება Euronews შტატის გუბერნატორზე ფილ მერფიზე დაყრდნობით.
"ნიუ-ჯერსის ნებისმიერი მაცხოვრებელი, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის განმავლობაში გაიკეთებს და ამის დამადასტურებელ საბუთს პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ ლუდსახარშში წარადგენს, უფასო ლუდს მიიღებს," - განაცხადა შტატის გუბერნატორმა.
პროგრამის მიზანი ვაქცინაციის პოპულარობის გაზრდაა. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.
ამ დროისთვის ნიუ-ჯერსის შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულყოფილად 3.2 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული, მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი 8.8 მილიონს შეადგენს.