Accentnews.ge
ინდოეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

ინდოეთში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

04/05/2021 10:54:27 მსოფლიო

4 მაისის მონაცემებით, ინდოეთში 20 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წუხელ კორონავირუსის 357 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე გაიზარდა და უკვე 200 000-ს აჭარებებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.ამ ფონზე ქვეყანა კვლავ მწვავედ განიცდის საავადმყოფო საწოლების, ჟანგბადის ბალონებისა და მედიკამენტების დეფიციტს.

ეპიდვითარების გაუარესებას ინდოეთში შეზღუდვების გაუქმებას უკავშირებენ, რასაც შედეგად ინდუისტურ ფესტივალებსა და პოლიტიკურ ღონისძიებებზე მოსახლეობის მასობრივი თავშეყრა მოჰყვა.წამყვანი ამერიკელი ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგი „საგანგაშო“ იქნება ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S