
„თუ ქვეყანაში არსებული შედეგებით ვიმსჯელებთ, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ბრიტანული შტამის საწინააღმდეგოდ კარგად მოქმედებენ“
04/05/2021 11:04:58 საზოგადოება
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძრვანელის, იმუნიზაციის საბჭოს წევრის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამ დროისთვის არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია კორონავირუსის მუტირებულ შტამებზე მსოფლიოში სადღეისოდ გამოყენებული ვაქცინების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
„არის ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინები მოქმედებენ მუტირებულ შტაბებზე, უბრალოდ, ნაკლები ეფექტურობით, ვიდრე ორიგინალი შტამის მიმართ. ყველა ვაქცინა მოქმედებს მუტირებულ შტამებზე, ოღონდ ნაკლები ეფექტურობით. რამდენია ეფექტურონა, ეს კვლევები ჯერ–ჯერობით არ ჩატარებულა. საქართველოში სადღეისოდ ძირითადი შტამი ბრიტანულია. თუ ჩვენ იმ შედეგებით ვიმსჯელებთ, რაც ქვეყანაშია, უნდა ჩავთვალოთ, რომ როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ბრიტანული შტამის საწინააღმდეგოდ კარგად მოქმედებენ“,– განაცხადა ჩხაიძემ.
მან მოქალაქეებვს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.