
„თალიბანმა“ ჰელმანდის პროვინციაში მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა
04/05/2021 11:21:25 მსოფლიო
ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ჰელმანდის პროვინციაში „თალიბანის“ მსხვილმასშტაბიანი შეტევა მოიგერიეს,– იუწყება „როიტერი“ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის ათაულა ავღანის განცხადებით, „თალიბანმა“ მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს.
სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.
„თალიბანმა“ შეტევები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ განაახლა.
ნატო ავღანეთში სამშვიდობო მისიას არულებს.