Accentnews.ge
რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს

რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს

04/05/2021 17:08:09 მსოფლიო

რუსეთი წიწიბურის ექსპორტს კრძალავს. მიზეზად შიდა ბაზარზე წიწიბურისა და წიწიბურის ბურღულეულის საჭირო მოცულობების შენარჩუნება და ფასების მკვეთრი რყევების თავიდან აცილება დასახელდა.

მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის რუსეთის წიწიბურის ყველაზე მსხვილი მყიდველი ჩინეთია. მეორე ადგილზე ლატვიაა, შემდეგ კი უკრაინა. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში წიწიბურის 90%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან შემოდის.

აკრძალვა ძალაში შევა 5 ივნისიდან და 31 აგვისტომდე იმოქმედებს. მთავრობის დადგენილების თანახმად, აკრძალვა არ ვრცელდება ჰუმანიტარული დამხარების ფარგლებში რუსეთიდან გატანილ წიწიბურაზე, ასევე საზღვარგარეთ მყოფი რუსი სამხედროებისთვის წიწიბურის მიწოდებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S