"რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ მისი ქმედებებისთვის"

05-05-2021 09:34:21 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთს პასუხი უნდა აგებინონ მისი ქმედებებისთვის.

„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ქმედებებს თავისი სახელი დავარქვათ, რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მისი ქმედებებისთვის და მოსკოვზე ზეწოლა განვახორციელოთ, რათა მან თავისი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, – წერს ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა შეასრულოს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კეთილსინდისიერად იმუშაოს, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად და შეწყვიტოს ყირიმის უკანონო ოკუპაცია.

ცნობისთვის: ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინას ეწვევა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები