კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს

05-05-2021 10:13:03 ადამიანი და კანონი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილა.

"ბრალდებულებმა, რომელთა მართვის ქვეშ მყოფი კომპანიაც მონაწილეობას იღებდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში, საკუთარი კომპანიისათვის გამარჯვების მოპოვების უზრუნველსაყოფად, ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარის გადაცემა იმ შემთხვევაში, თუკი იგი წინასწარ გაანდობდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი აპირებდა სატენდერო წინადადების წარდგენისას", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2-დან 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს .

ახალი ამბები

სხვა სიახლეები