Accentnews.ge
შს მინისტრი – გარეჯის ინციდენტზე: "ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, გამოძიებას შეიძლება, 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება, – არაფერი"

შს მინისტრი – გარეჯის ინციდენტზე: "ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, გამოძიებას შეიძლება, 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება, – არაფერი"

05/05/2021 06:24:15 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მან ყველანაირი ძალადობა დაგმო, თუმცა გამოძიების მუხლის კვალიფიკაციის შეცვალსთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს პროკურატურის კვალიფიკაციაა.

"პროკურატურამ უნდა იმსჯელოს უკვე კვალიფიკაციის შეცვლაზე, გუშინ რაც მოხდა, გამოძიება დავიწყეთ, მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, მნიშვნელობა არ აქვს, პირველ რიგში ჟურნალისტებზე, ასევე მოქალაქეებზე. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, დაისჯებიან შესაბამისად კანონის. მე არ ვარ გამომძიებელი, მე ვარ შს მინისტრი, რაც მომახსენეს მე, დავიწყეთ გამოძიებაო, ფაქტიდან გამომდინარე, ნახავენ კადრებს, დააკვირდებიან, იქიდან გამომდინარე, შეიძლება 5 მუხლი დაემატოს, შეიძლება არაფერი არ დაემატოს", - განაცხადა გომელაურმა.

შსს-მ შემთხვევის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. გამოძიება ჯერ–ჯერობით დაწყებული არ არის ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S