Accentnews.ge
შს მინისტრის თქმით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება და მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ

შს მინისტრის თქმით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება და მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ

05/05/2021 07:27:38 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება და გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ.

"მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება დარეგისტრირება მოპედების და აქედან გამომდინარე, მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, - აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მონაცემები კატასტროფულად გაზრდილი არ არის:

„მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, უფრო ხშირი შემთხვევებია".

ცნობისთვის: შსს მოპედების რეგისტრაციას და მათი მართვის გარკვეულ რეგულაციებში მოქცევას 2019 წლიდან გეგმავს. უწყების ინიციატივა იყო, რომ აღერიცხა მოპედები და ისინი კატეგორიებად დაეყო. რეგულაციებს უნდა დაქვემდებარებოდა იმ მოპედების მართვა, რომლის სიმძლავრეც მოტოციკლს უტოლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S