Accentnews.ge
გომელაური – სანქციების გამკაცრებაზე: "როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც"

გომელაური – სანქციების გამკაცრებაზე: "როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც"

05/05/2021 07:38:48 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მუხლები, რომლებსაც ცვლილებები შეეხო, "თითქმის არ მუშაობდა".

მინისტრი ამბობს, რომ "როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდეც":

"თითქმის არ მუშაობდა ეს კანონი. ეს მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ იყო. ვიმსჯელეთ, რა თქმა უნდა, პარტიასთანაც გავიარეთ, ჯერ პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში ვიმსჯელეთ. ადამიანი არღვევდა ათჯერ ამ კანონს და შენიშვნით იფარგლებოდა ეს თემა. ეს ხდებოდა ხშირად და ახალისებდა ზოგზოგიერთებს. ვფიქრობ, როცა აშავებ უნდა დაისაჯო კიდეც".

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ეს კანონპროექტი სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული, გომელაური აღნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ აქტივისტებზე არაა გათვლილი:

"მარტო აქტივისტებზე არ არის საუბარი. ბევრგან ხდება, ღამე შემოვლებზეც, ნასვამი მოქალაქეები და ა.შ. მარტო აქტივისტებზე არ არის გათვლილი. ეს კანონია საქართველოსი... ადმინისტრაციული კოდექსის".

ამასთან, იგი არ მიიჩნევს, რომ მიღებული კანონპროექტი რეპრესიული ნაბიჯია და აცხადებს, რომ გამკაცრებული სანქციები იმოქმედებს ყველაზე:

"არ მივიჩნევ, ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე ჩვეულებრივი, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე იმოქმედებს ამ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია ამბობს, არა მარტო ოპოზიციაზე, ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე".

29 აპრილს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენითაც მხარი დაუჭირა ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. კანონის დაჩქარებული წესით მიღება მწვავედ გააკრიტიკეს რიგმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატიურმა უწყებებმა, მათ შორის, საქართველოში აშშ–ის საელჩომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S