2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ავტოავარიების შედეგად 94 ადამიანი დაიღუპა
05/05/2021 08:01:24 სამართალი
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1 247 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მათ შორის 43 სიმთვრალით იყო გამოწვეული. დაიღუპა 94, ხოლო დაშავდა 1613 ადამიანი. ინფორმაციას საქსტატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გასული წლის იგივე პერიოდში საქართველოში 1 236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 1 610 ადამიანი დაზარალდა, ხოლო 134 დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ მთელი პირველი კვარტლის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო 21:00 საათიდან 05.00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება შეზღუდული იყო.


