Accentnews.ge
მელაშვილის ადვოკატი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მელაშვილის ადვოკატი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

05/05/2021 08:11:04 სამართალი

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) მრჩეველი, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მისი თქმით, ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალში შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა.

“ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ – პირიქით; ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე. ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი – კანონი”, – წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S