"თუ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არა?!"
05/05/2021 08:24:22 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტი სამართლიანია და თუ ის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას ეხება, მაშინ უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პოლიციელებსაც უნდა შეეხოს.
"მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, ასე ვთქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მთელი ევროპის პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა, აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ უნდა მიეღოთ ეს ამნისტია. მე არ ვთვლი, რომ უსამართლოა, რომ პოლიციელებსაც ეხებათ, რა თქმა უნდა, არა იმიტომ, რომ შინაგან სქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე პოლიციელებს ვიცავ. მაშინ ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული, თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს, კითხვას ვსვამ, ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა", - განაცხადა გომელაურმა.
20 ივნისის საქმეზე ამჟამად ბრალი 3 პოლიციელს აქვს წარდგენილი. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გადამეტებით. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას 20 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და ედება მონაწილეობაში ბრალი.


