Accentnews.ge
სტამბულში აზერბაიჯანელი აქტივისტის ცხედარი იპოვეს

სტამბულში აზერბაიჯანელი აქტივისტის ცხედარი იპოვეს

05/05/2021 10:06:49 კავკასია

5 მაისს სტამბულში აზერბაიჯანელი აქტივისტის, ყოფილი პოლიტპატიმრის ბაირამ მამედოვის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ზღვიდან ამოსავენეს.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ბაირან მამედოვი ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც ის გიასამ იბრაგიმოვთან ერთად დააკავეს ჰეიდარ ალიევის ძეგლზე წარწერის გაკეთების გამო. სასამართლომ მათ 10–10 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა აქტივისტებმა შეწყალების საფუძველზე ციხე 2019 წელს დატოვეს.

მამედოვი რამდენიმე თვის წინ თურქეთში გაემგზავრა და როგორც მეგობრები ამბობენ, რამდენიმე დღეში აზერბაიჯანში გეგმავდა დაბრუნებას.

ოჯახს და მეგობრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და ეჭვებს გამოთქვამენ მედიაში აღნიშნული ვერსიის გაჩენის გამო.

„ჯერ დეტალები უცნობია, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებული სააგენტოები თვითმკვლელობის ვერსიაზე წერენ. რატომღაც სურთ, ამგვარი სურათი შექმნან, თუმცა გამოძიება ჯერ დაწყებულიც არაა.

უცნობია, როგორ აღმონდა ბაირამი სანაპიროზე იმ პერიოდში, როდესაც თურქეთში ქუჩაში გასვლაა აკრძალული?! ამ სანაპიროზე ჩვეულებრივ ასობით პოლიციელი პატრულირებს. და როგორ მოხდა, რომ მათ არ შეაჩერეს ბაირამი, ქუჩაში გასვლა ხომ აკრძალულია?

რა მიზანს იასახავს, ვინც თვითმკვლელობის ვერსიას ტირაჟირებს? მეგობრებს ვესაუბრე. ხვალ დეტალებს შევიტყობთ“,– წერს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S