უკრაინიდან ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი გააძავეს
05/05/2021 11:52:42 სამართალი
38 წლის ქართველი კრიმინალური “ავტორიტეტი“ მინდია შეყლაშვილი უკრაინიდან გააძევეს,– იუწყება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
ოფიციალური წყაროს ცნობით, შეყლაშვილთან ერთად ქვეყნიდან გაძევებულია მისი კიდევ ერთი თანამზრახველი, რომელიც ასევე ქართველია.
მათ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლის ვადით აეკრძალათ.
მინდია შეყლაშვილი ხარკოვში 2019 წლის დეკემბერში დააკავეს. სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ინფორმაციით, ის ქვეყნის ტერიტორიაზე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და დანაშაულებრივი საქმიანობის მომზადებას გეგმავდა.


