დედამიწაზე 22-ტონიანი უკონტროლო რაკეტის ჩამოვარდნას ელოდებიან

05-05-2021 18:15:50 ეს საინტერესოა

რაკეტა, რომელიც პეკინმა კოსმოსური სადგურის გასაშვებად გამოიყენა, ახლა უკონტროლოდ გადაადგილდება. ის დედამიწას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, ამ კვირის ბოლომდე ჩამოვარდეს,– იუწყება ამერიკული მედია და დასძენს, რომ პენტაგონი ახლოდან აკვირდება ჩინეთის კოსმოსურ რაკეტას.

რაკეტა სიგრძეში დაახლოებით, 30 მეტრია და 22 ტონას იწონის და კოსმოსში 29 000 კილომეტრი საათში სიჩქარით გადაადგილდება.

რაკეტა იმდენად დიდია, რომ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას შესაძლოა, მისი სრული წვა და დაშლა არ მოხდეს.

პენტაგონის თქმით, იმის განსაზღვრა, თუ სად ჩამოვარდება რაკეტა, ბოლო საათებამდე რთული იქნება. საუკეთესო შემთხვევაში, ის წყნარ ოკეანეში ჩავარდება, რომელიც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით, 70%-ს შეადგენს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები