Accentnews.ge
ჩეჩნეთში ჯადოქრობის ბრალდებით ამჯერად სამი პირი დააკავეს

ჩეჩნეთში ჯადოქრობის ბრალდებით ამჯერად სამი პირი დააკავეს

06/05/2021 09:57:21 კავკასია

ჩეჩნეთის რესპუბლიკაში დააკავეს სამი პირი, რომელიც "ჯადოქრობის გზით თაღლითობაშია" ბრალდებული.

დაკავებულებს კამერების წინ "პროფილაქტიკური გასაუბრება" ჩაუტარეს, რომელსაც "ისლამური მედიცინის ცენტრის" ხელმძღვანელი ადამ ელჟურკაევი უძღვებოდა. მან აღნიშნა, რომ "დაკავებულთა ქმედება რელიგიას ეწინააღმდეგება".

საპასუხოდ როზა ისმაილოვამ, ესიმატ უსპახაჯიევმა და ადამ აფტაევმა საჯაროდ მოიხადეს ბოდიში და პირობა დადეს, რომ ამიერიდან ამ საქმიანობას აღარ დაუბრუნდებიან.

ამის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მათგან ზოგიერთი ტელეეკრანებზე ამ კონტექსტში პირველად არ ჩნდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S