Accentnews.ge
საქართველო რუსეთს ცნობილ სექს-ბიზნესმენს გადასცემს

საქართველო რუსეთს ცნობილ სექს-ბიზნესმენს გადასცემს

06/05/2021 11:07:49 სამართალი

ქართულმა სასამართლომ რუსეთში 34 წლის ალექსეი ლენივცევის დეპორტირების გადაწყვეტილება მიიღო. გამოცემების «ФедералПресс», Lenta.ru, IrkutskMedia ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც "კოსის" მეტსახელითაა ცნობილი, ირკუტსკის მთავარ სექს-ბიზნესმენად ითვლებოდა.

«ლენივცევის გეგმაში იყო, ირკუტსკში პროსტიტუციის მთელს ბაზარზე დაემყარებინა კონტროლი. ამ მიზნით მან ძალოვანი ბლოკიც ჩამოაყალიბა ყოფილი მსჯავრდებულების მონაწილეობით», – ასე აღწერს ირკუტსკელი სუტინიორის გეგმებს ადგილობრივი გამომძიებელი ოლგა აკსამენტოვა.

ლენივცევის აქტიური კრიმინალური საქმიანობის პერიოდი 2016-2019 წლებია. მაშინ იგი ოლქის შესაბამისი ტიპის ყველა დაწესებულების თავის კონტროლს დაქვემდებარებას შეეცადა. გარკვეული დროის შემდეგ «კოსის ბრიგადა» ქალაქის ყველა საუნასა და სასტუმროს აკონტროლებდა.

სისხლის სამართლის პირველი საქმე 2019 წელს – პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის ფაქტზე აღიძრა. მასში 16 ეჭვმიტანილი ფიგურირებდა. თუმცა თავად ლენივცევმა და ორმა მისმა სავარაუდო თანამზრახველმა მიმალვა მოახერხეს.

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ბათუმში დააკავა რუსეთის მოქალაქე, რომელიც "ინტერპოლის" წითელი ცირკულარით იძებნებოდა და რამდენიმე მძიმე დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, მათ შორის - დანაშაულებრივი ორგანიზაციის ჩამოყალიბება-ხელმძღვანელობაში; ადამიანებით ვაჭრობაში, გამოძალვაში, პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩათრევაში, არასრულწლოვანის მიმართ ამორალურ, მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებებში.

როგორც ირკვევა, ლენივცევი საქართველოში 2020 წლიდან ცხოვრობდა.

მისი ექსტრადირების ზუსტი დრო ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S