NATO–მ ბულგარეთში რუსეთის უკანონო ქმედებები დაგმო
06/05/2021 12:52:00 მსოფლიო
NATO–მ ბულგარეთში რუსეთის უკანონო ქმედებები დაგმო. ალიანსის მოკავშირეებმა ბულგარეთს მხარდაჭერა აღუთქვეს და სოლიდარობა გამოუცხადეს.
"დღეს ბულგარელმა ოფიციალურმა პირებმა ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში ბულგარეთში რუსეთის მოქალაქეების უკანონო ქმედებების თაობაზე. ბულგარეთის საპასუხო ნაბიჯი მოიცავდა, მათ შორის სამართლებრივ ზომებს და არაერთი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას. ალიანსის მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი კიდევ ერთი ქმედების გამო და ბულგარეთის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს", – აცხადებენ ალიანსში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მსგავსი სოლიდარობა ალიანსმა ჩეხეთსაც გამოუცხადა, სადაც ბულგარეთის მსგავსად, რუსი მოქლაქეები ჯაშუშობაში დაადანაშაულეს და ქვეყნიდან გააძევეს.


