Accentnews.ge
რუსეთში გეი–აღლუმები და საპროტესტო აქციები იგეგმება

რუსეთში გეი–აღლუმები და საპროტესტო აქციები იგეგმება

15/05/2019 08:23:54 სხვა, მსოფლიო

მოსკოვის მერიაში შევიდა განაცხადი 17 მაისს დედაქალაქის ცენტრში გეი–აღლუმისა და 3 აქციის ჩატარების შესახებ. ხსენებული ღონისძიებების ერთ–ერთი ინიციატორის, ლგბტ აქტივისტმა ნიკოლაი ალექსეევის განცხადებით, აქტივისტებს ლგბტ თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიმართ დისკრედიტაციისა და მათი უფლებების დარღვევებისადმი ყურადღების მიპყრობა სურთ.



გეი–მსვლელობა ტვერსკოიბულვარიდან აიღებს სტარტს და პუშკინის მოედანზე დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ ალექსეევს და რამდენიმე სხვა აქტივისტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაცხადი აქვთ შეტანილი რუსეთში ლგბტ–აქციების აკრძალვის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2019 წლის 6 მაისს შევიდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S