Accentnews.ge
ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

06/05/2021 13:07:42 სამართალი

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ინცინდენტი 10-12 წლის მოზარდებს შორის მოხდა.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის წინ არასრულწლოვანთა ორმა ჯგუფმა იჩხუბა. დაახლოებით 10-12 წლის ბიჭები იყვნენ და ერთ-ერთი დაჭრეს. დაჭრილი მოძრაობდა, თუმცა მდგომარეობა რამდენად რთულია, არ ვიცი, არც მომხდარის მიზეზი ვიცი",- აცხადებს თვითმხილველი.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S