Accentnews.ge
თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

07/05/2021 06:07:24 სამართალი

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული აფთიაქებიდან სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა.

"5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხსენებული აფთიაქებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს ე.წ. "სააფთიაქო ნარკომანიის" ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S