საქართველოში ყაზახი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
07/05/2021 14:50:09 სამართალი
საქართველოში ყაზახეთის მოქალაქე, 26 წლის ასელ აიტპაევა გარდაიცვლილი იპოვეს.
როგორც "აქცენტს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის 115–ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლით არის აღძრული. შესაბამისი ბრალდებით უკვე დააკავეს ერთი პირი.
ყაზახური მედიის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საქართველოში სამუშაოდ ნათესავების მოწვევით აპრილში ჩამოვიდა. მასთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა.

5 მაისს კი აიტპაევამ ყაზახეთში ნათესავს აუდიო–შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც მას მამაკაცი ემუქრებოდა.


