„ასეთი პირი უჩანს“ – სანიკიძე პარლამენტს გარეთ დარჩენაზე მის უწინდელ განცხადებას იხსენებს

07-05-2021 23:24:52 ციტატა

„ჯერ-ჯერობით ასეთი პირი უჩანს. ჩემთვის სამწუხაროა და ქვეყნისთვისაც საზიანოა ის გაუგებრობები, რაც ოპოზიციაში წამოვიდა: ურთიერთდაპირისპირებას არ დავარქმევ, მაგრამ საყვედურებით საუბარი ერთმანეთთან. მე არ ვიცი, შიგნით რა ხდებოდა, მაგრამ რასაც ვუსმენ, როგორც ჩანს, იქ ძალიან ბევრი რამ გაურკვეველი იყო. ამიტომ, როდესაც უპრეცედენტო ერთობაზე იყო საუბარი, როგორც ჩანს, მართლა უპრეცედენტო იყო, რადგან ასეთი ერთობა არ გამიგია: არც იერარქია ჰქონდათ, არც ფუნქციები ჰქონდათ გადანაწილებული“.

განაცხადა გუბაზ სანიკიძე ტვ პირველის ეთერში. გადაცემის წამყვანმა სანიკიძეს მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადება შეახსენა, „ისე არ მოხდეს, ყველა შევიდეს პარლამენტში და მე დავრჩე გარეთ“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები